ფრისბი პრაქტიკაში |
ადამიანური რესურსების მოძიების შემდეგ, არაფორმალური შეხვედრა ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ფალკონების, საქართველოს პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ფრისბის ფედერაციის და სლექლაინის კლუბის წარმომადგენლების დახმარებით.
შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული საკითხები აღნიშნულ სპორტთან დაკავშირებითი, და თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ ბავშვებს მიეცათ საშუალება პრაქტიკულად გამოეცადათ მიღებული ინფორმაცია, ყოფილიყვნენ ჩართულები და გამოეყენებინათ გუნდური მუშაობის პრინციპები. პრაქტიკული სამუშაოები ასევე იყო არაფორმალური შეხვედრის ეფექტურობის გარკვეული საზომი, მოსწავლეების ჩართულობიდან გამომდინარე.
საერთო ჯამში შეხვედრა ემსახურებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას სპორტის რამდენიმე სახეობასთან გაცნობის და პრაქტიკაში გამოყენების საფუძველზე.
დახმარებისთვის მადლობას ვუხდი:
საქართველოს ფალკონების წარმომადგენელს - თეონა კაციტაძეს;
საქართველოს პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელს - ალექსანდრე ისკანდაროვს;
საქართველოს ფრისბის ფედერაციის წარმომადგენელს - ირინა გოთვაძეს და საქართველოს სლექლაინის კლუბის წარმომადგენელს- ირაკლი სიხარულიძეს.
No comments:
Post a Comment